საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სპორტის დეპარტამენტი

image
სპორტის დეპარტამენტი
ძიუდო - " შავი ზღვის თასი"
image

ძიუდო - " შავი ზღვის თასი"

ბათუმმა ძიუდოში სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს - „შავი ზღვის თასი“  უმასპინძლა.

ტურნირში მსოფლიოს 5 ქვეყნის (საქართველო, ესპანეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, თურქეთი) 2009 წელს დაბადებული 200-ზე მეტი ძიუდოისტი მონაწილეობდა და გამარჯვებულები ჯამში რვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ღონისძიება აჭარის ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.