აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სპორტის დეპარტამენტი

მსოფლიო თასი ჭადრაკში
ბათუმი ჭადრაკში 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მსოფლიო თასს მასპინძლობს.
ტურნირში მსოფლიოს 68 ქვეყნის 700-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს, აქედან 80-მდე ქართველი მოჭადრაკე საქართველოს სახელით იასპარეზებს. აჭარის რეგიონიდან კი ჩემპიონატში 13 სპორტსმენი მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ წელს აღნიშნული ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის ნაწილს წარმოადგენს და ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული სამეული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
ჩემპიონატი საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის დეპარტმანენტის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
ბათუმი ამ ტურნირს უკვე მესამედ მასპინძლობს.