საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სპორტის დეპარტამენტი

image
სპორტის დეპარტამენტი
კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატი
image

კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატი

ბათუმმა 9-10 მაისს კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა.
 
ჩემპიონატში 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ევროპის ჩემპიონატი საქართველოში მესამედ ტარდება, ხოლო ბათუმი ტურნირს პირველად მასპინძლობს.
 
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, ხოლო დასკვნით დღეს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მიერ მოპოვებული 15 მედლიდან 6 მედალი :
🥇ორი ოქრო
🥈ერთი ვერცხლი
🥉სამი ბრინჯაო
აჭარის ნაკრების სპორტსმენების ანგარიშზეა.
 
ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციისა და აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.