საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სპორტის დეპარტამენტი

image
სპორტის დეპარტამენტი
კომბინირებულ პირამიდაში, ევროპის თასის IV ეტაპი
image

კომბინირებულ პირამიდაში, ევროპის თასის IV ეტაპი

ბათუმმა კომბინირებულ პირამიდაში, სენიორთა შორის (40+), ევროპის თასის IV ეტაპს უმასპინძლა.
 
ღონისძიების დასკვნით დღეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროს ირმა ნიჟარაძესთან ერთად დაესწრო და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ტურნირში 9 ქვეყნის 56 მობილიარდე მონაწილეობდა, მათ შორის, 13 ქართველი.
 
ტურნირი აჭარის ბილიარდის ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.