აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სპორტის დეპარტამენტი

ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში
ბათუმმა ჭადრაკში ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ევროპის 32 ქვეყნის 170-მდე, ხოლო საქართველოს სახელით 30 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობდა და ჯამში 11 ტურისგან შედგებოდა.
ტურნირი FIDE-ს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ციკლის ნაწილია და მონაწილეებს ქალთა „მსოფლიოს თასის“ საგზურის მოპოვების შესაძლებლობას აძლევდა.
აღსანიშნავია, რომ 2000 წელს სწორედ ბათუმში გაიმართა ევროპის ქალთა პირველი ჩემპიონატი. საქართველომ კი უკვე მეოთხედ უმასპინძლა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჭადრაკო ღონისძიებას.