აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სპორტის დეპარტამენტი

ბათუმის თასი 2026
ბათუმმა ბადმინტონში საერთაშორისო ტურნირს - ბათუმის თასი 2026 უმასპინძლა.
ტურნირი სამ ასაკობრივ კატეგორიაში (U11) (U13) (U15) ვაჟთა და გოგონათა შორის, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ღონისძიება აჭარის ბადმინტონისა და საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციების ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.