აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სპორტის დეპარტამენტი

ძიუდო - " შავი ზღვის თასი"
ბათუმმა ძიუდოში სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს - „შავი ზღვის თასი“ უმასპინძლა.
ტურნირში მსოფლიოს 5 ქვეყნის (საქართველო, ესპანეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, თურქეთი) 2009 წელს დაბადებული 200-ზე მეტი ძიუდოისტი მონაწილეობდა და გამარჯვებულები ჯამში რვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ღონისძიება აჭარის ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.