საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სპორტის დეპარტამენტი

image
სპორტის დეპარტამენტი
ძალოსანი რამინ შამილიშვილი ევროპის პრიზიორია
image

ძალოსანი რამინ შამილიშვილი ევროპის პრიზიორია

ძალოსანმა რამინ შამილიშვილმა აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
 
• მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებიდან რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) წარმატებით იასპარეზა.
• ქართველმა ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ატაცში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 105 / 109 კგ დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა
შამილიშვილმა აკვრაში თავი 127 / 131 / 134 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
• ძალოსანმა კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ორჭიდში მოგროვილი 243 კილოგრამით მოიპოვა.
• შედეგად რამინ შამილიშვილმა საქართველოს 2025 წლის ძალოსანთა ყულაბა ორი მედლით გახსნა.