აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სპორტის დეპარტამენტი

საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
2-6 ივნისს ბათუმმა საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც ქვეყნის 12 რეგიონიდან 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ოლიმპიურ ფესტივალზე აჭარის რეგიონმა გუნდურ ჩათვლაში 369 ქულით მეორე ადგილი დაიმსახურა.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო.